სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ქალი პრეზიდენტი ქართველი ქალებისთვის კარგი მაგალითია
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქალი პრეზიდენტი არათუ პრობლემაა, არამედ კარგი მაგალითია ქართველი ქალებისთვის.
BBC-ის რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობს, რომ არასწორია წარმოდგენა თითქოს საქართველო ძლიერ კაცთან ასოცირდება და ისტორიაში ძლიერი ქალები არ იყვნენ. ამის არგუმენტად მან განაცხადა, რომ ქვეყანაში ქრისტიანობა ქალმა გაავრცელა და საუკეთესო პერიოდში მას ქალი მართავდა.
“მე მგონია, რომ ეს ძლიერი ნიშანია როგორც გარესამყაროსთვის, ასევე ქართველი ქალებისთვის. ჩემი აზრით, საინტერესო შედეგს მივიღებ იმ სოლიდარობით, რომელიც ქვეყნის ლიდერ ქალებს შორისაა”, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მსოფლიოში სულ 10 ქალი პრეზიდენტია და მათგან ერთი საქართველოშია და ეს ბევრს ნიშნავს. ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად შეზღუდული უფლებებისა საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხში.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მთავრობის მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს თითქმის 400 000 ხმით მოუგო.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...
პაატა მანჯგალაძე: ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, სინამდვილეში. ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება, მართლა გართულდეს და რაზე ავიღო პასუხისმგებლობა. კობახიძემ აიღოს პასუხისმგებლობა
გგონიათ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო არიან მოსული ეს ბავშვები აქ? ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება,...
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...