კამპანია „გაუფრთხილდი ქალაქს – გაამწვანე თბილისი“ გრძელდება.
„გაამწვანე თბილისი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებში, ქალაქში ხე-მცენარეები ირგვება. ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იქნება. გაზაფხულზე აქცია მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის პარკები, სკვერები, ახალი საქალაქო პარკების შექმნა. რა თქმა უნდა, მწვანე სივრცეები ზოგადად, ალამაზებს ქალაქს და ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. მსგავსი ტიპის სამუშაოები, რომელიც მომავალში მოგვცემს შედეგს და ჩვენი ქალაქი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად სუფთა იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია.
კამპანიის – „გაუფრთხილდი ქალაქს – გაამწვანე თბილისი“ ფარგლებში, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ თარგებში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა.
ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, სხვადასხვა სახეობის 2500-მდე ბუჩქი (კვიდო, უთხოვარი, ფიტოსპორუმი, ფოტინია, წყავი, ბზა, ჭყორი) დაირგო, მოწესრიგდა სარწყავი სისტემა. გამწვანების თარგებზე ასევე, რულონური ბალახის საფარი დაიგება. აღნიშნული თარგების მოწესრიგება რამდენიმე წელია არ განხორციელებულა.
საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, კოსტავა-შარტავას ქუჩებზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები, წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და პეკინის გამზირზე, საქართველოს ეროვნული არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკვე გამწვანდა.
თბილისის მასშტაბით, სულ 7 000 ბუჩქი ირგვება. მარადმწვანე, დეკორატიული ბუჩქების სახეობები თბილისის ლანდშაფტისა და კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა. საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, თბილისში ბუჩქების გარდა, სამ მეტრზე მაღალი 6 000 ძირი ხე ირგვება
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორად დავით ფაჩულია დაინიშნა
შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დავით...
რა პროექტები განხორციელდა თბილისში სპორტისა და კულტურის მიმართულებით
„იმედის კვირა“ თბილისის მერიის მიერ სპორტისა და კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა. გადამღები ჯგუფი მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიასა და კულტურის...
Le Figaro: თბილისი – აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება
საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა Le Figaro-მ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10-გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობა...
ხვალიდან ავტობუსების ნაწილი 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება
ავტობუსები - N12, N22, N58, N30, N91 და N92 ხვალიდან BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ...
კახა კალაძემ თბილისის მერად მუშაობის შედეგები შეაჯამა
„ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა და რაც შეიძლება ბევრი ახალი მწვანე სივრცის შექმნა. ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში...
კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახეობის 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871...