ბიძინა ივანიშვილი: ჭარბვალიანობის პრობლემაზე გაზაფხულიდან ვლაპარაკობთ, ის არჩევნებს არ უკავშირდება

Read Time:43 Second

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება იმის კარგი მაგალითია, რომ “თუ ცდილობ, შეიძლება გამოვიდეს კიდეც”.

“და დღეს მთავრობა, რომელიც ახალი სახით არსებობს, საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ ასეთვე მოწოდებულები იქნებიან მუნიციპალიტეტებში მერები და საკრებულოები, რომ მაქსიმალური გააკეთონ და შეეცადონ ხალხს ყოფა შეუმსუბუქონ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში. მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება.  პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება,  შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კამპანია „გაუფრთხილდი ქალაქს – გაამწვანე თბილისი“ გრძელდება.
Next post ბიძინა ივანიშვილი: პარტიას ჩემთვის არანაირი ფასეულობა არ აქვს, გარდა ხალხზე ზრუნვისა