ბიძინა ივანიშვილი: პარტიას ჩემთვის არანაირი ფასეულობა არ აქვს, გარდა ხალხზე ზრუნვისა

Read Time:37 Second

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას “ერთი გადახვევის უფლებაც კი არ აქვს”. მისი თქმით, ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ “პრობლემებს ერთად ვებრძვით და დაქირავებული ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს, რომ ხალხს ყოფა შეუმსუბუქდეს”. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “იმედი LIVE”-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს პროცესი მუდმივი იქნება და ამაში საზოგადოებას არწმუნებს.

“მე ავიღე პასუხისმგებლობა და ვთქვი ერთი წელიწადი. ერთი წლის განმავლობაში მე გაჩვენებთ და არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც, თუ როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში.

მე იმის პრეტენზია და ამბიციაც მაქვს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, არა მარტო ქართული საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება, მათზე მზრუნველიც. პარტიას სხვა არავითარი ფასეულობა ჩემთვის არ აქვს. პარტია იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი: ჭარბვალიანობის პრობლემაზე გაზაფხულიდან ვლაპარაკობთ, ის არჩევნებს არ უკავშირდება
Next post 2019 წელს თბილისში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება