საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 90.5%-ით გაიზარდა
2018 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 40 397ავტომანქანა გავიდა, რაც 90,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 44,2%-ით მთლიანი წლის სტატისტიკასთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ზრდა ფიქსირდება ფულად შემოსავლებშიც – 2018 წლის 10 თვეში რეექსპორტიდან შემოსავალი 131,7 მლნ დოლარით, დაახლოებით 80%-ით გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 703,9 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 517,7 მლნ. დოლარამდე შემცირდა, 2015 წელს ავტომობილების რეექსპორტმა 179,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 294 607.9 ათასი ლარის 40 397 ერთეული ავტომანქანა გავიდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მხოლოდ 12 159 ერთეული ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, ჯამში 131 634,1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების.
მსუბუქი ავტომანქანების რეექსპორტით პირველ ადგილზეა სომხეთი, მეორეზე აზერბაიჯანი, მესამეზე უკრაინა, მეოთხეზე რუსეთი, მეხუთეზე კი ყირგიზეთი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გერმანიაში დაბმული ჯარისკაცების მწამებელი, სააკაშვილის მორიგი ჯალათი გიგი კალანდაძე დააკავეს
გერმანიაში გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გიგი კალანდაძე დააკავეს. ბერლინში ის საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით აიყვანეს. მას საქართველოში ბრალი ელბერტ კობერიძის წამებაზე 2015...
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს...
Guardian-მა საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა
„2021 წლის ჩემი სამოგზაურო ოცნება: მკითხველთა ტოპ 12 მიმართულება“, - ამ სათაურით პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian-ი სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი 12 ტურისტულ მიმართულებას...
რას წერს უცხოური მედია საქართველოზე – ტელეკომპანია „იმედის“ მიმოხილვა
ყოველ კვირას, 17:00-საათიან „ქრონიკაში“ ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ მიმოხილვას, თუ რას წერს უცხოური მედია საქართველოზე. გიორგი გახარიას ღია წერილი Daily Telegraph-ში, საპარლამენტო...
დავით ბერძენიშვილი-„ივანიშვილს საქართველოს ვალი აქვს“ რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს ეკონომიკის ხელახლა გაცოცხლება შეუძლია
„იმდენად რთული ვითარებაა და ისეთი უმძიმესი პროცესი მიდის მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, რომ ჩემთვის არ არის პრიორიტეტული ხელისუფლების საკითხი. მე...
ამერიკიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 79 მოქალაქე დაბრუნდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში თვიმფრინავი დაეშვა, რომელმაც სპეცრეისით აშშ-დან საქართველოს 79 მოქალაქე ჩამოიყვანა. ქართველ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად თვითმფრინავში სომხეთის მოქალაქეებიც...