რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან მიმდინარე რეფორმები განიხილა
რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა და ხაზი გაუსვა PACE-ის მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის გზაზე.
საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ მიღწეულ გამარჯვებებსა და საქართველოს მიმართ არსებული საჩივრების მკვეთრი კლების ტენდენციას. კერძოდ, ათი წლის წინ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ განიხილებოდა 3000-მდე საქმე, ხოლო მიმდინარე წელს – მხოლოდ 147, რაც საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი და შიდა სასამართლოებისადმი მოქალაქეთა ნდობის გაძლიერების გამოხატულებაა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების გაძლიერების მიზნით გასულ წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პუნქტიდან შესრულებული ერთ-ერთი რეკომენდაცია.
მინისტრის თქმით, უწყება აგრძელებს მუშაობას ადამიანის უფლებების გაძლიერებისთვის. ამისთვის შემუშავდა ახალი პენიტენციური კოდექსი და სტრატეგია, აქტიურად მიმდინარეობს პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები, შეიქმნა ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულებისთვის, გაფართოვდა დასაქმების შესაძლებლობები, შემუშავდა სპორტის მართვის სტრატეგია, ციხის გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად გაზაფხულის ბოლოს გაიხსნება ახალი ციხე ლაითურში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...