კახა კალაძე: ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი – ყველა სფეროში განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი

Read Time:44 Second

“ქართული ოცნების” ლიდერები აჭარის რეგიონში პარტიულ კონფერენციებს მართავენ. პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს შუახევსა და ქედას სტუმრობდა.

კახა კალაძემ “ქართული ოცნების” წევრებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააცნო.

“აჭარის რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, თუმცა რასაკვირველია, რჩება პრობლემები და გამოწვევები. იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების მხარდაჭერით, შევძლებთ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური ზრდა.

რაც შეეხება გამოწვევებს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საზოგადოების პოლარიზება, რის მიღწევასაც ასე ცდილობს რადიკალური ოპოზიცია. სახეზეა მუდმივი მცდელობა იმისა, რომ ბულინგით, შეურაცხყოფით,  იარლიყების მიკერებით შექმნან სურათი თითქოს, “ქართული ოცნება” წარმოადგენს რუსულ ძალას.
“ქართული ოცნება” იყო, არის და იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების გამტარებელი ძალა და არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც ქვეყანას დააზარალებს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი – ყველა სფეროში განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ძლიერი საქართველო. ამას უნდა მივაღწიოთ ერთიანობით, ერთმანეთის მხარდაჭერით და გავამარჯვებინოთ ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან მიმდინარე რეფორმები განიხილა
Next post ანდრია გვიდიანი: ისრაელის მაგალითზეც ჩანს, რომ ამერიკას სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მოჭარბებული ცდუნება, ნელ-ნელა აკარგვინებს მოკავშირეებს