ლევან იოსელიანი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს შენარჩუნებულია და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება

Read Time:44 Second

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა “ვივა მედში” სამედიცინო კონსილიუმის შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები ელოდებიან ჩემ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდადებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. გარდა იმ ფორმალური ნაწილისა,  რაც  მსჯავრდადებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ჩემი მხრიდან შესრულებულია და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ  დროს გადაეცემათ რწმუნებები.

ჯერ კიდევ წინა კვირას, კონსილიუმთან შეხვედრის  დროს,  მივაწოდე  მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა  იგი კონსილიუმს. ამასთან, არაორაზროვნად და ცალსახად განვმარტე, რომ ჩემი მხრიდან  კონსილიუმს ექნებოდა  ყველანაირი ხელშეწყობა.
აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს  შენარჩუნებულია  და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება.” – წერს ლევან იოსელიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: შეიძლება ყველას ვერ დავაბრალო, მაგრამ „პალიტრა მედიის“ ზოგიერთი წარმომადგენელი მკვეთრად იყო გადახრილი იმ ტრენდისა და ნარატივისკენ, რასაც ნაცმოძრაობა მესიჯების სახით ახმოვანებდა ხოლმე
Next post რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან მიმდინარე რეფორმები განიხილა