გიორგი გახარია დავოსში ხორვატ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ხორვატ კოლეგას, ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშომლობას, ასევე – აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნორობის მომავალთან დაკავშირებით ახალ ხედვას შეიმუშავებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სამიტი ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის პრეზიდენტობის პერიოდში იმართება.
„მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოლოდინებზე და განიხილეს სამიტისთვის მზადების პროცესი. პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირადად არიან ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ივნისის სამიტის აქტიურ სამზადისში.
გიორგი გახარია ხორვატ კოლეგას ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა,“-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პოტენციალს და მისი ათვისების კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...