საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა – 12:6 | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში
დღეს, თბილისის დროით 15:50 საათზე ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ჩვენი ნაკრების დიდი უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით – 12:6 დასრულდა.
ამ მატჩში გამარჯვებული მე-9-10 ადგილისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა გარანტირებული ჰქონდა. დღევანდლი წარმატებით კი ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვედრის რეალური შანსი გაჩნდა.
ჩვენი ნაკრების მომდვნო მატჩი 24 იანვარს გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები გერმანია-რუმინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
საქართველო-თურქეთის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ბუდაპეშტიდან საქართველოს პირველი არხი გადასცემდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ილია სულამანიძე ევროპოს ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან...
ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მან სერბი პერისიჩი დამატებით...
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ოქროს მედლის მფლობელია გახდა. ქართველმა ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია...
ევროპის ჩემპიონატზე ქართველების მეტოქეები ცნობილია – ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხზე
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. გაიმართა პირველობის წილისყრა,...
„ლიგა 1-დან და პრემიერლიგიდან“ – ევროპული კლუბები კვარაცხელიათი ინტერესდებიან
„ნაპოლი“ შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვოს. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება, 23 წლის ქართველით ლიგა 1-დან და...
მოულოდნელი ინციდენტი სტადიონზე-ვინ არის ფეხბურთელი რომელცავ მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა
სერია A-ს 32-ე ტურში "უდინეზესა" და "რომას" მატჩის 72-ე წუთზე "ჯალოროსის" მცველმა ევან ნდიკამ ხელი მკერდზე მოიკიდა და გაზონზე დაწვა....