მამუკა ხაზარაძე – ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ამ კაცთან ურთიერთობით ძალიან ვამაყობ
ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ძალიან ვამაყობ მასთან ურთიერთობით, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელსაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
მისი თქმით, მან ავთო წერეთელს თხოვნით მიმართა, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა 17 მილიონი.
„ავთო წერეთელს თხოვნით მივმართეთ, რომ სასწრაფოდ გვჭირდებოდა 17 მლნ. ბუნებრივია, კითხვა დაისვა, რატომ გჭირდებათ. ავუხსენით და ვუთხარით, რომ გვჭირდება თქვენგან მოკლევადიანი სესხი, რათა ეს თანხა ჩაირიცხოს. ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ძალიან ვამაყობ ამ კაცთან ურთიერთობით, რამეთუ არაერთხელ, როცა დაგვჭირვებია, ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას როცა ვხსნიდით, „ბატა“ იყო ეს, „ბაბილონი“ თუ პირველი დისტრიბუციები, რითაც დავიწყეთ ჩვენი ბიზნესი, ავთო იყო ის ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ამ ურთიერთობა მე ძალიან ვაფასებ, რადგან ვფიქრობ თუ ბიზნესი საერთოდ დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ ხელის ჩამორთმევის დონეზე ურთიერთობებს, ძალიან წაადგება ეს ყველაფერს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, არაერთხელ აუღია ავთანდილ წერეთლისა და მისი კომპანიისგან სესხი.
„მე არაერთხელ ამიღია ავთოსგან და მისი კომპანიისგან სესხი და, რა თქმა უნდა, ეს სესხები არ ყოფილა არასდროს დაკავშირებული „თიბისი ბანკთან“ და არც არასდროს არ დამისვამს კითხვა. აქვე მინდა გითხრათ, რომ არასდროს არც ერთი ბიზნესი „თიბისი ბანკს“ არ ჰქონია არაპროფილური. ვერც ერთ ბიზნესში თქვენ ვერ ნახავთ, რომ „თიბისი ბანკს“ ინვესტირება გაეკეთებინოს იმ ბიზნესებში, რომელშიც მე და ბადრი ჯაფარიძე ვიყავით აქციონერები. აი ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები „თიბისი ბანკს“ არ ეხება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...