მოსამართლემ მირზა სუბელიანს პატიმრობა მიუსაჯა

Read Time:33 Second

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. აქედან მირზა სუბელიანმა 9 თვე მოიხადა, შესაბამისად, ის საპატიმროს 4 თვეში დატოვეს.

დაცვის მხარე მირზა სუბელიანისთვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის შვილი ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს.

მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ერთ-ერთი გარდაცვლილის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სუბელიანს მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩარევას სდებს ბრალად. მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ხაზარაძე – ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ამ კაცთან ურთიერთობით ძალიან ვამაყობ
Next post „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება