გორში მამამ არასრულწლოვანი შვილი გააუპატიურა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რასაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა.
ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 11-პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციაზე, სავარაუდოდ, ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პარლამენტის (მე-8 მოწვევის) ყოფილი წევრი ალექსი( ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში...
„საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი…“ – შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე...
ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. რის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი,...
„ჩოხატაურში, ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონამ ბავშვი თბილისში გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე წლების წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულზე წერს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემაძრწუნებელი ამბის შესახებ წერს, რომელიც მისი ინფორმაციით წლების წინ ჩოხატაურში მოხდა. „1984...
პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდეს
პოლიციამ საპროტესტო აქციიდან ოპოზიციონერი დეპუტატი და "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ სვამენ დეპუტატს საპატრულო პოლიციის ავტომობილში,...
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცივი იარაღით იყო მისული
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ცივი იარაღი, სავარაუდოდ დანა ეჭირა, რის წართმევასაც პოლიცია ცდილობდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ცოტა ხნის...