კახა კალაძემ გასულ წელს ქველმოქმედებისთვის 330 000 ლარი დახარჯა

Read Time:25 Second

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქველმოქმედებისთვის შარშან 330 ათასი ლარი დახარჯა. მონაცემები ქონებრივ დეკლარაციაშია ასახული.

თბილისის მერის წლიური ხელფასი 38 160 ლარია, მისი შემოსავლის ძირითადი წყარო კი, ბიზნესია.

დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს უკრაინული კომპანიებიდან მიღებულმა შემოსავალმა 500 ათასი აშშ დოლარი და 315 ათასი ევრო შეადგინა.

კალაძემ 2018 წელს ახალი ბინა, ავტოსადგომი და ოთხი ავტომობილი შეიძინა. ხარჯებს შორის ფიქსირდება პოლიტიკური შემოწირულობა (კალაძემ ამ მიზნით 50 ათასი ლარი დახარჯა), თვითმფრინავით მგზავრობის ღირებულება (138 527 ლარი და 6890 ევრო), სახლის მშენებლობა წყნეთში (400 ათასი ლარი) და პირადი ნივთების შეძენა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გორში მამამ არასრულწლოვანი შვილი გააუპატიურა
Next post ირაკლი კობახიძე: „თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით“