$76 მლნ დოლარით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმსხვილესი პანამელი ინვესტორია

Read Time:1 Minute, 1 Second
$76 მლნ დოლარით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმსხვილესი პანამელი ინვესტორია
76 მლნ დოლარით ტურიზმის განვითარების ფონდი საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულშია.

2018 წელს განხორციელებული FDI-ის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია bm.ge-მ ტურიზმის განვითარების ფონდიდან გამოითხოვა.

„76 მლნ აშშ დოლარი არის ჯამურად დახარჯული 2018 წელს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებზე.

ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.
პროექტები, რომლებიც თბილისში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხოციელდება, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა“, – განუცხადეს bm.ge-ის ფონდში.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2014 წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის იურდიული მისამართი “ქართუს” სათაო ოფისში, ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

შეგახსენებთ: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10:

• აიდიეს ბორჯომი საქართველო – დამამუშავებელი მრეწველობა
• შპს მაგთიკომი – კავშირგაბმულობა
• BP ჯგუფი – ტრანსპორტი
• სს ენერგო-პრო ჯორჯია – ენერგეტიკა
• სს RMG Copper- სამთომოპოვებითი მრეწველობა
• შპს ჯორჯიან მანგანეზი- დამამუშავებელი მრეწველობა
• შპს აჭარისწყალი ჯორჯია – ენერგეტიკა
• ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი – მშენებლობა
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი – სასტუმროები
• სს ნენსკრა ჰიდრო – ენერგეტიკა

საწარმოები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.

ავტორი: თელარა გელანტია
bm.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “რაც არ უნდა დიდი ცოდნა ჰქონდეს მასწავლებელს, ბავშვების სიყვარულის გარეშე ბედნიერ გაკვეთილს ვერ ჩაატარებს” – ინტერვიუ წლის საუკეთესო მასწავლებელთან
Next post „ვარძიის ტაძარი და თამარის ფრესკა რომ დაიწვა, როგორ მოიქცნენ ქართველი ბიზნესმენები?“ – დეკანოზი ილია