ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება, რომელიც საქართველოში 2004-2012 წლებში მოქმედებდა, უმძიმესი კორუფციითა და კორუფციული სკანდალებით იყო დატვირთული, ბიზნესის რეკეტი იყო ერთ-ერთი მძიმე დანაშაული

ხელისუფლება, რომელიც საქართველოში 2004-2012 წლებში მოქმედებდა, უმძიმესი კორუფციითა და კორუფციული სკანდალებით იყო დატვირთული, ბიზნესის რეკეტი იყო ერთ-ერთი მძიმე დანაშაული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“...

ირაკლი კობახიძე : ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გარშემო. სინამდვილეში, კანონი ითვალისწინებს ერთ რამეს – გამჭვირვალობა

ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი ამ კანონპროექტის გარშემო, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით,...

ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი არის თავისი ცოდვების მძევალი და იძულებულია დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მასზე დევნა აქვს გამოცხადებული კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის

ჩვენ როგორც ვიცით, კონტრაქტის გაფორმებისას საუბარი იყო იმაზე, რომ წინა კამპანიებმა, წინა გადახდილმა ფულმა არ გაჭრა და ახლა უნდათ ახალი კამპანიის დაწყება. მიზანი არის ხელისუფლების...

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერებაზე ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დიდ შეცდომას უწოდებს. ამის შესახებ ბაიდენმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში მისვლისას განაცხადა, სადაც „ბუქარესტის ცხრიანის“...

ნიკა გვარამია: ჩემი საყვარელი უფროსი მეგობარი ლევან ბერძენიშვილი შემოუერთდა მთავარის გუნდს!

უზომოდ გახარებული ვარ! ჩემი საყვარელი უფროსი მეგობარი Levan Berdzenishvili შემოუერთდა მთავარის გუნდს! დიდი მადლობა მას!  - ამის შესახებ  მსჯავრდადებული "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია...

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

პროექტის - „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“ - პირველი ეტაპი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მას „თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება“ უძღვება. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ზემოხსენებული პროექტის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული განათლების პოპულარიზაცია, სამართლებრივი კულტურის გაძლიერება, სკოლის მოსწავლეებში მართლშეგნების დონის ამაღლება და მომავალი თაობის იურისტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაა. თავდაპირველად სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტებიდან შერჩეული 30-მდე სტუდენტი 5-დღიან ტრენინგს გაივლის ადამიანის უფლებათა სფეროში. ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები კი, თბილისის, ბათუმის, ლაგოდეხისა და გორის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს გამართავენ. იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.