ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერებაზე ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა

Read Time:20 Second

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დიდ შეცდომას უწოდებს.

ამის შესახებ ბაიდენმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში მისვლისას განაცხადა, სადაც „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ ფედერალური კრებისადმი მიმართვაში განაცხადა.

2010 წელს გაფორმებული შეთანხმება ორი ქვეყნის ბირთვულ შეიარაღებაზე ლიმიტს აწესებს. 2021 წელს ვაშინგტონმა და მოსკოვმა შეთანხმება ხუთი წლით გაახანგრძლივეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა გვარამია: ჩემი საყვარელი უფროსი მეგობარი ლევან ბერძენიშვილი შემოუერთდა მთავარის გუნდს!
Next post ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი არის თავისი ცოდვების მძევალი და იძულებულია დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მასზე დევნა აქვს გამოცხადებული კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის