ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი არის თავისი ცოდვების მძევალი და იძულებულია დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მასზე დევნა აქვს გამოცხადებული კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის

Read Time:31 Second

ჩვენ როგორც ვიცით, კონტრაქტის გაფორმებისას საუბარი იყო იმაზე, რომ წინა კამპანიებმა, წინა გადახდილმა ფულმა არ გაჭრა და ახლა უნდათ ახალი კამპანიის დაწყება. მიზანი არის ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასაც ნიშნავს, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, – რითაც გამოეხმაურა ქრონიკის“ ექსკლუზიურ ფოტოს, რომელიც ასახავს ლონდონში დავით კეზერაშვილის მონაწილეობით გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებების პროცესს.

„მათ აქვთ ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, სხვანაირად კეზერაშვილი ვერც იმოქმედებს, მას აქვს თავისი ცოდვები, არის თავისი ცოდვების მძევალი და იძულებულია დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მასზე დევნა აქვს გამოცხადებული კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის. საუბარია ასეულობით მილიონის მოპარვაზე, ჯარის გაძარცვაზე, კორუფციაზე, ბიზნესის რეკეტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთი კონტრაქტი არ გვიკვირს“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერებაზე ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა
Next post ირაკლი კობახიძე : ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გარშემო. სინამდვილეში, კანონი ითვალისწინებს ერთ რამეს – გამჭვირვალობა