ირაკლი კობახიძე : ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გარშემო. სინამდვილეში, კანონი ითვალისწინებს ერთ რამეს – გამჭვირვალობა

Read Time:41 Second

ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი ამ კანონპროექტის გარშემო, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, იმ ადამიანების 99%, ვინც კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკულ შენიშვნას გამოთქვას, ის უბრალოდ წაკითხული არ აქვს.

„სინამდვილეში, კანონი ითვალისწინებს ერთ რამეს – გამჭვირვალობას. თუ ვინმე იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან, ეს უნდა გახდეს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. რაც შეეხება თვითონ აგენტის ცნებას, ეს არის აპრობირებული ტერმინი, პირდაპირ გადმოტანილი ამერიკული ვარიანტიდან. მეტიც, ეს არ არის კოპირება – ამერიკულ ვარიანტში შესაბამის სუბიექტს პირდაპირ „უცხოელი აგენტი“ ეწოდება. არა „უცხოური გავლენის აგენტი“, რაც საერთოდ სხვა რამეს ნიშნავს, არამედ „უცხოელი აგენტი“, რაც რა თქმა უნდა სტიგმატიზაციის სერიოზულ რისკს ქმნის. გარდა ამისა, ამერიკული კანონი არის კატასტროფულად მკაცრი და ამ კუთხით მთლიანად შეუსაბამო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კანონპროექტის გარშემო საპარლამენტო მსჯელობა უნდა დაგვეწყო“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი არის თავისი ცოდვების მძევალი და იძულებულია დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მასზე დევნა აქვს გამოცხადებული კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის
Next post ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება, რომელიც საქართველოში 2004-2012 წლებში მოქმედებდა, უმძიმესი კორუფციითა და კორუფციული სკანდალებით იყო დატვირთული, ბიზნესის რეკეტი იყო ერთ-ერთი მძიმე დანაშაული