ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება, რომელიც საქართველოში 2004-2012 წლებში მოქმედებდა, უმძიმესი კორუფციითა და კორუფციული სკანდალებით იყო დატვირთული, ბიზნესის რეკეტი იყო ერთ-ერთი მძიმე დანაშაული

Read Time:55 Second

ხელისუფლება, რომელიც საქართველოში 2004-2012 წლებში მოქმედებდა, უმძიმესი კორუფციითა და კორუფციული სკანდალებით იყო დატვირთული, ბიზნესის რეკეტი იყო ერთ-ერთი მძიმე დანაშაული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესის რეკეტი იყო ის, რაც ანგრევდა სახელმწიფოებრიობას.

„მემკვიდრეობით დარჩა შვიდი ბინა თუ სახლი ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოს უნივერსიტეტიც ისტორიულად ეკუთვნოდა სააკაშვილების საგვარეულოს. „გეპეის“ ნახევარი რომელიც 1 ლარად მიიღო მან, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობით აქვს მას მიღებული. ბუნებრივია, ეს ხუმრობით, რეალურად კი, ის ხელისუფლება, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2004-2012 წლებში იყო უმძიმესი კორუფციით, კორუფციული სკანდალებით დატვირთული. ბიზნესის რეკეტი იყო ერთ-ერთი მძიმე დანაშაული, უამრავი სხვა დანაშაული ჰქონდათ, პატიმრების წამება, გაუპატიურება და ა.შ. მაგრამ ბიზნესის რეკეტი იყო ერთ-ერთი უმთავრესი და უმძიმესი დანაშაული. იგივე მედიის მონოპოლიზაციასთან, „იმედში“ შეჭრასთან ერთად და ა.შ. ბიზნესის რეკეტი იყო ის, რაც ანგრევდა სახელმწიფოებრიობას. რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლება ისინი იმაგრებდნენ პოზიციებს, მაგრამ ამასთან ერთად ანგრევდნენ სახელმწიფოებრიობას. ეს არის ის დანაშაულები, რომელიც ჩადენილი აქვთ სააკაშვილს, კეზერაშვილს და ამიტომ იძულებულები არიან დღესაც დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს, რასაც აკეთებდნენ სხვანაირად, სხვა პოზიციებიდან 2012 წლამდე. მაშინაც ისინი სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას უპირისპირდებოდნენ და იმავეს აკეთებენ ახლა, ოპოზიციის რიგებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე : ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გარშემო. სინამდვილეში, კანონი ითვალისწინებს ერთ რამეს – გამჭვირვალობა
Next post რატი ბრეგაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას სისტემაში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა