რუსეთში, კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსებთან ჩამოვარდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავი (სუ-34) საცხოვრებელ კორპუსებთან ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს. უწყების განცხადების თანახმად,...

მამუკა მდინარაძე: როდესაც შენ საქართველოს მოსახლეობას ეუბნები, რომ უკვე 10 წელია რუსულ ხელისუფლებას ირჩევენ, წარმოდგენა არ გაქვს რას აკეთებ; ეს საქართველოს იმიჯის დაზიანება და საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფაა

ოპონენტების ყველა ასეთი განცხადება ემსახურება პოლიტიკურ და ამავდროულად მავნებლურ ინტერესს. ისინი არად დაგიდევენ იმ ამბავს, რომ ასეთი განცხადებებით ზიანდება ქვეყნის იმიჯი. ისინი „ქართული ოცნების“ იმიჯის...

კახა კალაძე დევი მეზურნიშვილს: მთელი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები

თბილისი მერი, კახა კალაძე „ეკო სერვისის“ თანამშრომელს, დევი მეზურნიშვილს შეხვდა, რომელმაც ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მერიის პრესსამსახური...

იუსტიციის მინისტრი გერმანიის ელჩს საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ესაუბრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის პროგრამის მნიშვნელობას, რომელსაც ერთი თვის წინ მოეწერა ხელი გერმანიაში მისი ვიზიტის ფარგლებში. რატი ბრეგაძის განცხადებით, დოკუმენტი მხარეებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს და ითვალისწინებს ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარებას გერმანიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების თანამშრომელთა მივლინებების გზით; საექსპერტო დახმარებას ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და იუსტიციის სფეროს გაციფრულების მიზნით; ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემის განვითარების, აგრეთვე მსჯავრდებულთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას. რატი ბრეგაძემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ უკვე არსებობს შეთანხმება გერმანელ კოლეგასთან საქართველო-გერმანიის ერთობლივი სამართლებრივი ფორუმის დაფუძნებაზე, რომელიც  თბილისსა და ბერლინში მორიგეობით გაიმართება. იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის დარგობრივი ურთიერთობა მხარეების ერთობლივი ძალისხმევით კიდევ მეტად ინტენსიური გახდება. გერმანიის ელჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

კომიტეტის წევრი ლევან მგალობლიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება კომიტეტის სხდომას. გთხოვთ, ჩაუთვალოთ საპატიოდ.

ვეტერანთა დღეს ვულოცავ ყველა ომგამოვლილს, ვინც სამშობლოს დასაცავად უანგაროდ იმსახურა, ვინც დღეს მზად არის ქვეყნის კეთილდღეობისთვის უშურველად გაიღოს თავისი სულიერი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები, -...

პრემიერი: საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს. ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს,რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი

ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა...