იუსტიციის მინისტრი გერმანიის ელჩს საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ესაუბრა

Read Time:36 Second

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის

გაფორმებული თანამშრომლობის პროგრამის მნიშვნელობას,

რომელსაც ერთი თვის წინ მოეწერა ხელი გერმანიაში მისი ვიზიტის ფარგლებში.

რატი ბრეგაძის განცხადებით, დოკუმენტი მხარეებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს და

ითვალისწინებს ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარებას გერმანიისა და

საქართველოს იუსტიციის სამინისტროების თანამშრომელთა მივლინებების გზით;

საექსპერტო დახმარებას ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და

იუსტიციის სფეროს გაციფრულების მიზნით; ადამიანის უფლებების დაცვაზე

ორიენტირებული პენიტენციური სისტემის განვითარების, აგრეთვე მსჯავრდებულთა განათლებისა და

დასაქმების ხელშეწყობას.

რატი ბრეგაძემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ უკვე არსებობს შეთანხმება

გერმანელ კოლეგასთან საქართველო-გერმანიის ერთობლივი სამართლებრივი ფორუმის დაფუძნებაზე,

რომელიც  თბილისსა და ბერლინში მორიგეობით გაიმართება.

იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიასა და საქართველოს

შორის დარგობრივი ურთიერთობა მხარეების ერთობლივი ძალისხმევით კიდევ მეტად ინტენსიური გახდება.
გერმანიის ელჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კომიტეტის წევრი ლევან მგალობლიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება კომიტეტის სხდომას. გთხოვთ, ჩაუთვალოთ საპატიოდ.
Next post კახა კალაძე დევი მეზურნიშვილს: მთელი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები