ბუნებრივი აირის მომპოვებელი პლათფორმის გამოცდა „კარიშის“ საბადოზე

კომპანია Energean გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი ბუნებრივი აირის მომპოვებელი პლათფორმის გამოცდა „კარიშის“ საბადოზე დასასრულს უახლოვდება. „კადიშის“ საბადო ისრაელისა და ლიბანის საზღვაო საზღვარზე მდებარეობს. განცხადებაში ნათქვამია,...

რატი ბრეგაძე: ,,რაც კი მისი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო, სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი”

რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მიზნისთვის მისი მომხრეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავდნენ – ადრე ეს იყო პოლიტიკური არეულობის შექმნა, ახლა კი – სამედიცინო მოტივი. ამას გარდა, ბოლო პერიოდში დაიწყო შეტევა სამედიცინო პერსონალზეც. „რაც კი მისი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო, სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი. ეს ადამიანი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება არა ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში, არამედ თერაპიულ განყოფილებაში. ბოლო დროს ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ დაიწყეს უკვე მიზანმიმართული შეტევა სამედიცინო პერსონალზე, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მე ვფიქრობ, ნებიმისმიერ ექიმს, რომელიც ზრუნავს პაციენტის ჯანმრთელობაზე, ეკუთვნის მადლობა და არავითარ შემთხვევაში – შეურაცხყოფა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტმა გივი მიქანაძის ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის, გივი მიქანაძის მოხსენება - „კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“ განიხილა. კომიტეტის წევრებმა...

რატი ბრეგაძე: „სასჯელის გადავადებას პოლიტიკური მოტივებით არ ცნობს არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ ამისთვის არსებობს გაწერილი სამართლებრივი პროცედურები“

„თუკი ვინმეს სურს სასჯელის გადავადება – სასჯელის გადავადებას პოლიტიკური მოტივებით არ ცნობს არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ ამისთვის არსებობს გაწერილი სამართლებრივი პროცედურები – ამისთვის უნდა მიმართონ სასამართლოს. ბუნებრივია, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ დასმულ კითხვაზე. რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ყველა მოქმედება ნათლად აჩვენებს, რომ კანონი არის ზედმიწევნით დაცული და ყველა მოქმედება ხორციელდება კანონმდებლობის სრული დაცვით. „თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ მას გადაუვადდეს სასჯელი მკურნალობის მიზნით, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ სასამართლოს და წარადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი – აქ საუბრობენ ექიმები და საუბრობს სასამართლო. ჩვენ მათ ვუთითებთ, რომ ამ საქმეში აბსოლუტურად არაფერი კეთდება პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ამ კითხვებზე არ გვაქვს პოლიტიკური პასუხები და ვამბობთ, რომ მტკიცედ სამართლებრივი ხაზით უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.