დახმარების ხელი ისრაელიდან

უკრაინისათვის დახმარების ფარგლებში ისრაელის უნიკალური სამედიცინო შესაძლებლობების გათვალისწინებით ამ ქვეყანაში ამპიტირებული კიდურებიანი დაჭრილი უკრაინელები ჩამოვა. ორი დაჭრილი დანილო ვერონოვი და ალექსანდრე ლიაშჩუკი უკვე ქვეყანაშია. ისინი...

ირაკლი ღარიბაშვილი – ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, მოხდება უმკაცრესი რეაგირება

ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ამ უმძიმეს...

რატი ბრეგაძე: „დეპოლარიზაციაში არსებობს, მინიმუმ, ორი მხარე. ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ ითანამშრომლებს სხვა პუნქტების შესრულებაში, იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მოწინააღმდეგე. ეს დიაგნოზი ძალიან მარტივია“

„დეპოლარიზაციაში არსებობს, მინიმუმ, ორი მხარე. ერთი მხარე თავის თავთან ვერ იქნება წინააღმდეგობაში. შესაბამისად, ეს არის ორმხრივი კომპრომისების შედეგი და თუკი ოპოზიცია არ გამოიჩენს პოლიტიკურ კულტურას, მათ შორის, სხვა პუნქტებთან მიმართებითაც, და თუ ის არ იქნება კონსტრუქციული, არ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან იმ მიზნის მისაღწევად, რომ განხორციელდეს დეოლიგარქიზაცია და პოლიტიკაზე არალეგალური გავლენები შემცირდეს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მთელი ეს პასუხისმგებლობა გადავა ოპოზიციაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ დეპოლარიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კახა კალაძე – უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემული ვართ, გამოძიება დაწყებულია, ყველა დაისჯება კანონის შესაბამისად

უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემული ვართ ყველა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი...

რატი ბრეგაძე: „ყველა ექსპერტი, რომელიც მოწვეული იყო „ემპათიის“ მიერ და რომლებმაც დააკმაყოფილეს საექიმო საქმიანობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები, შევიდა და მოინახულა მსჯავრდებული სააკაშვილი“

„მე, საერთოდ, მიყვარს მსჯელობა შედეგებით. ყველა ექსპერტი, რომლებიც მოწვეული იყვნენ „ემპათიის“ მიერ და რომლებმაც დააკმაყოფილეს საექიმო საქმიანობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები, შევიდა და მოინახულა მსჯავრდებული სააკაშვილი, მათ შორის, ამერიკელი ექიმიც, თუ არ ვცდები, გვარად კობი ... თუ შესაბამისი მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი და არ დადასტურდა, რომ ამ ადამიანს ნამდვილად შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი მოთხოვნების დაკმაყოფილება იმისთვის, რომ საექიმო საქმიანობა აწარმოოს, ბუნებრივია, მას არ მიეცემა შესაბამისი ლიცენზია... როდესაც დამატებით მათ წარადგინეს შესაბამისი საბუთი, როგორც საზოგადოებამ იხილა, ის შევიდა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩემთვის გაუგებარია უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელის განცხადება, ბევრი ბრალდებაა, რაც მტკიცებულებებს ითხოვს

„დიდი ხანია, ჩემთვის გაუგებარია უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელის განცხადება, რადგან მოვისმინეთ ძალიან ბევრი ბრალდება, რომელიც თუ მართალია, მტკიცებულებებს ითხოვს და გასაგები უნდა იყოს.” – ამის...