რატი ბრეგაძე: ,,რაც კი მისი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო, სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი”

Read Time:27 Second

რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მიზნისთვის მისი მომხრეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავდნენ – ადრე ეს იყო პოლიტიკური არეულობის შექმნა, ახლა კი – სამედიცინო მოტივი. ამას გარდა, ბოლო პერიოდში დაიწყო შეტევა სამედიცინო პერსონალზეც.

„რაც კი მისი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო, სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი. ეს ადამიანი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება არა ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში, არამედ თერაპიულ განყოფილებაში. ბოლო დროს ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ დაიწყეს უკვე მიზანმიმართული შეტევა სამედიცინო პერსონალზე, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მე ვფიქრობ, ნებიმისმიერ ექიმს, რომელიც ზრუნავს პაციენტის ჯანმრთელობაზე, ეკუთვნის მადლობა და არავითარ შემთხვევაში – შეურაცხყოფა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტმა გივი მიქანაძის ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
Next post ბუნებრივი აირის მომპოვებელი პლათფორმის გამოცდა „კარიშის“ საბადოზე