ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტმა გივი მიქანაძის ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

Read Time:33 Second

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის, გივი მიქანაძის მოხსენება – „კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“ განიხილა.

კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს მოხსენება, რომელსაც 2022 წლის ნოემბერში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ კომიტეტზე, ქალაქ რეიკიავიკში ეყრება კენჭი.

რეზოლუციის პროექტი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა, რომელიც გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით წარიმართა. რეზოლუციის პროექტს საფუძვლად დაედო 46 წევრი სახელმწიფოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული კვლევები, რომლებითაც შესწავლილი იყო, თუ როგორ შეიზღუდა პატიმართა უფლებები პანდემიის პერიოდში და როგორ მოხდა შეზღუდული უფლებების კომპენსირება.

კვლევის მიზანი ასევე იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და აღნიშნულ პროცესში პერსონალის ჩართულობის შესწავლა.

რეზოლუციის პროექტი კვლევის საფუძველზე, საუკეთესო პრაქტიკისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით მომზადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „სასჯელის გადავადებას პოლიტიკური მოტივებით არ ცნობს არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ ამისთვის არსებობს გაწერილი სამართლებრივი პროცედურები“
Next post რატი ბრეგაძე: ,,რაც კი მისი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო, სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი”