რატი ბრეგაძე: „სასჯელის გადავადებას პოლიტიკური მოტივებით არ ცნობს არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ ამისთვის არსებობს გაწერილი სამართლებრივი პროცედურები“

Read Time:37 Second

„თუკი ვინმეს სურს სასჯელის გადავადება – სასჯელის გადავადებას პოლიტიკური მოტივებით არ ცნობს არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ ამისთვის არსებობს გაწერილი სამართლებრივი პროცედურები – ამისთვის უნდა მიმართონ სასამართლოს. ბუნებრივია, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ დასმულ კითხვაზე.

რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ყველა მოქმედება ნათლად აჩვენებს, რომ კანონი არის ზედმიწევნით დაცული და ყველა მოქმედება ხორციელდება კანონმდებლობის სრული დაცვით.

„თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ მას გადაუვადდეს სასჯელი მკურნალობის მიზნით, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ სასამართლოს და წარადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი – აქ საუბრობენ ექიმები და საუბრობს სასამართლო. ჩვენ მათ ვუთითებთ, რომ ამ საქმეში აბსოლუტურად არაფერი კეთდება პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ამ კითხვებზე არ გვაქვს პოლიტიკური პასუხები და ვამბობთ, რომ მტკიცედ სამართლებრივი ხაზით უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩემპიონთა ლიგაზე“ მეორე გოლი გაიტანა⚽
Next post ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტმა გივი მიქანაძის ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა