ბუნებრივი აირის მომპოვებელი პლათფორმის გამოცდა „კარიშის“ საბადოზე

Read Time:1 Minute, 14 Second

კომპანია Energean გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი ბუნებრივი აირის
მომპოვებელი პლათფორმის გამოცდა „კარიშის“ საბადოზე დასასრულს
უახლოვდება. „კადიშის“ საბადო ისრაელისა და ლიბანის საზღვაო საზღვარზე
მდებარეობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზის სამრეწველო მოპოვება ჯერ არ
დაწყებულა. კომპანიაში განმარტეს, რომ „დაიწყო გაზის მიწოდება სანაპირო
სადგურიდან წყალქვეშა მილების საშუალებით თავად სადგურზე. ეს მილების
შემოწმებისათვის აუცილებელი ეტაპია“.
გამოცდის ფარგლებში ბუნებრივი აირი მომპოვებელი ჭაბურღილიდან ნაპირის
მიმართულებით გაუშვეს. საზღვაო პლათფორმა უკვე ჩართულია ისრაელის
ენერგოსისტემაში. გამოცდა რამდენჯერმე გადაიდო მომარეგების პრობლემების
გამო და როგორც ხელისუფლრბის წარმომადგენლებმა განმარტეს ლიბანთან
მოლაპარაკებები და უსაფრთხოება არაფერ შუაშია. ისრაელმა აცნობა ლიბანის
ხელისუფლებას დაწყებული გამოცდის შესახებ. საუბარი მხოლოდ გამოცდაზეა.
საქმე იმაშია,რომ „ჰესბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ თქვა, რომ თუ ისრაელი
გაზის მოპოვებას დაიწყებს მანამდე, სანამ ისრაელსა და ლიბანს შორის არ
მოხდება საზღვაო საზღვრების დადგენა ის ომს დაიწყებს.
ისრაელის საგარეო დაზვერვის“მოსადის“ უფროსმა დავით ბარნეამ ხაზი გაუსვა
იმ ფაქტს, რომ ჰასან ნასრალამ შეიძლება წამოიწყოს სამხედრო პროვოკაცია
ისრაელის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება საზღვაო საზღვრის
დადგენა. აქვე დასძინა, რომ მისი ინფორმაციით „ჰესბოლას“ ლიდერს არ სურს
დაპირისპირება და ხელშეკრულების ხელმოწერის მომხრეა.
თუ გამოცდა წარმატებულად ჩაივლის ისრაელს უკვე 2022 ოქტომბრის ბოლოდან
შეუძლია გაზის მოპოვების დაწყება. დაგეგმილი თარიღი 31 ოქტომბერია.
იერუსალიმში აღნიშნავენ, რომ სამრეწველო მოპოვების დაწყება არავითარ
კავშირშია ლიბანთან საზღვაო საზღვრის დემარკაციის პროცესთან.
აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს ზეწოლას ლიბანის მთავრობაზე, რადგან, მათ
ახალ-ახალი მოთხოვნები არ დაამატონ უკვე საზღვაო საზღვრის დემარკაციის
ხელშეკრულების არსებულ პროექტში.
რამდენიმე ხნით ადრე თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა თქვა: „მზად ვართ
დავიცვათ ჩვენი ჩვენი სუვერენიტეტი და ინფრასტრუქტურა ლიბანთან
ხელშეკრულების გარეშეც. თუ „ჰესბოლა“ დააპირებს ზიანი მიაყენოს ბუნებრივი
აირის საბადოს ლიბანელი ტერორისტები ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ“.
Energeanფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: ,,რაც კი მისი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო, სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი”
Next post ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩემთვის გაუგებარია უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელის განცხადება, ბევრი ბრალდებაა, რაც მტკიცებულებებს ითხოვს