კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა

5G ტექნოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი. ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, კომუნიკაციების კომისია...

გოჩა ენუქიძე, ლეჩხუმში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საზღვართან მდებარე საირმის სვეტებამდე მისასვლელი ბილიკისა და მოედნის მოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, ლეჩხუმში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საზღვართან მდებარე საირმის სვეტებამდე მისასვლელი ბილიკისა და მოედნის მოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობას, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და...

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ბარისახოს სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბარისახოში არსებულ საჯარო სკოლას  სრული  რეაბილიტაცია უტარდება. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება  წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობაში უკვე დაიწყო შიდა სამუშაოები, მიმდინარე კვირაში  მოხდება ძველი სახურავის ახალი  სახურავით ჩანაცვლება. სკოლის რეაბილიტაციისთვის...

ზუგდიდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მერია სასურსათო პროდუქტს ურიგებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა  დაიწყო.  პირველადი სასურსათო პროდუქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელს გადაეცემა. ახალსოფლის საბავშვო ბაღში, პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ გაუწიეს. ,,დღეს ზუგდიდში, სოფელ ახალსოფლიდან დავიწყეთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის სასურსათო პაკეტების დარიგება. რადგან ბავშვები არსებული აკრძალვების ფონზე ვერ ახერხებენ ბაღში სიარულს მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება კვებისთვის გამოყოფილი თანხით მომხდარიყო პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა. პანდემიის პირობებში ეს პაკეტი წაადგებათ ოჯახებს.  ამ რთულ პერიოდში მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური დახმარების პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვნად ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ. საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ უზრუნველყოფს. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს 4300-მდე აღსაზრდელისთვის რიგდება სასურსათო პროდუქტი, ეს პროცესი პერმანენტულად გაგრძელდება, მანამ სანამ იქნება შეზღუდვები საბავშვო ბაღებში, ჩვენ შემდგომშიც ვგეგმავთ აღსაზრდელებისათვის მსგავსი დახმარებების გაწევას. ეს არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პერიოდში ოჯახებს გავუწიოთ დახმარება საკვები პროდუქტებით“ - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ. კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი  საბავშვო ბაღებში შეჩერებულია.

თენგიზ ცერცვაძე: სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და ექიმები, პანდემიას ყველა ეტაპზე ადეკვატურად მართავდნენ

ის, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე და არ მოემზადა კოლაფსისთვის, ამას ვერ დავეთანხმები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა...

კობა დავითაშვილი 49 წლისა გარდაიცვალა

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.  დავითაშვილის გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა. კობა დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. კობა დავითაშვილს 2017...