გოჩა ენუქიძე, ლეჩხუმში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საზღვართან მდებარე საირმის სვეტებამდე მისასვლელი ბილიკისა და მოედნის მოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

Read Time:28 Second

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, ლეჩხუმში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საზღვართან მდებარე საირმის სვეტებამდე მისასვლელი ბილიკისა და მოედნის მოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობას, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

დაახლოებით 800მ-ის სიგრძის ბილიკი და მოედანი ქვაფენილის ზედაპირით მოპირკეთდება, მზის სისტემაზე მომუშავე განათებებით და სხვა საჭირო  ინვენტარით აღიჭურვება.

,,ლეჩხუმი ჩვენს რეგიონში უნიკალური ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით გავაუმჯობესოთ ვიზიტორების უსაფრთხო გადაადგილება კონკრეტულ ძეგლებამდე.”-აცხადებს გოჩა ენუქიძე

აღნიშნული ინტერმუნიციპალური პროექტი, რომლის ბიუჯეტი 293 999 ლარია, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,

2020 – 2022 წწ. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ბარისახოს სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
Next post კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა