კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა

Read Time:57 Second

5G ტექნოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი. ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში მისი დანერგვის მიზნით.

5G მომსახურებისთვის სიხშირული რესურსის გასაცემად აუქციონის ჩასატარებლად კომუნიკაციების კომისია საკონსულტაციო დოკუმენტს აქვეყნებს. დოკუმენტი აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის 5G მომსახურებისთვის ხელმისაწვდომი სიხშირეების, საწყისი საფასურის, ლოტების, საქმიანობის დაწყების, დაფარვის და სხვა ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

5G მომსახურებისათვის განკუთვნილი სიხშირეები, საწყისი საფასური და სხვა პირობები კომუნიკაციების კომისიამ კომპანია Ernst & Young-ის ექსპერტების ჩართულობით, ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა.

აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას სიხშირული რესურსი დროებით სარგებლობაში 15 წლის ვადით გადაეცემა. დაფარვის ვალდებულებების შემუშავებისას კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით იხელმძღვანელა. საკონსულტაციო დოკუმენტის თანახმად, კომპანიები ვალდებულები იქნებიან 2-7 წელიწადში ეტაპობრივად დაფარონ კონკრეტული გეოგრაფიული არეალები, რომლებიც მოიცავენ როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე, საგზაო მაგისტრალებს, აეროპორტებს, პორტებსა და რკინიგზას.

იმისთვის, რომ 5G ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მაქსიმალურად იყოს  გაანალიზებული, კომუნიკაციების კომისია დაინტერესებულ მხარეებს და ტელეკომ ოპერატორებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ საკონსულტაციო დოკუმენტს და წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები 2020 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

საკონსულტაციო დოკუმენტი იხილეთ სრულად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე, ლეჩხუმში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საზღვართან მდებარე საირმის სვეტებამდე მისასვლელი ბილიკისა და მოედნის მოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
Next post ნაცჯალათების კიდევ ერთი მსხვერპლი დაიღუპა – გია აბაშიძე კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება