ზუგდიდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მერია სასურსათო პროდუქტს ურიგებს

Read Time:49 Second

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა  დაიწყო.  პირველადი სასურსათო პროდუქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელს გადაეცემა.

ახალსოფლის საბავშვო ბაღში, პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ გაუწიეს.

,,დღეს ზუგდიდში, სოფელ ახალსოფლიდან დავიწყეთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის სასურსათო პაკეტების დარიგება. რადგან ბავშვები არსებული აკრძალვების ფონზე ვერ ახერხებენ ბაღში სიარულს მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება კვებისთვის გამოყოფილი თანხით მომხდარიყო პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა. პანდემიის პირობებში ეს პაკეტი წაადგებათ ოჯახებს.  ამ რთულ პერიოდში მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური დახმარების პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვნად ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.

საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ უზრუნველყოფს.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს 4300-მდე აღსაზრდელისთვის რიგდება სასურსათო პროდუქტი, ეს პროცესი პერმანენტულად გაგრძელდება, მანამ სანამ იქნება შეზღუდვები საბავშვო ბაღებში, ჩვენ შემდგომშიც ვგეგმავთ აღსაზრდელებისათვის მსგავსი დახმარებების გაწევას. ეს არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პერიოდში ოჯახებს გავუწიოთ დახმარება საკვები პროდუქტებით“ – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი  საბავშვო ბაღებში შეჩერებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და ექიმები, პანდემიას ყველა ეტაპზე ადეკვატურად მართავდნენ
Next post მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ბარისახოს სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო