თენგიზ ცერცვაძე: სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და ექიმები, პანდემიას ყველა ეტაპზე ადეკვატურად მართავდნენ

Read Time:37 Second

ის, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე და არ მოემზადა კოლაფსისთვის, ამას ვერ დავეთანხმები, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

ცერცვაძემ პანდემიის მართვაში სისტემური შეცდომებზე საუბრისას განაცხადა, რომ ასეთი შეცდომები დაშვებული არ ყოფილა. იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ და ექიმებმა პანდემია ყველა ეტაპზე ეფექტიანად მართეს.

„სერიოზული შეცდომები, რასაც ჩვენი ოპონენტები წამდაუწუმ გვსაყვედურობენ, ასეთი სისტემური შეცდომები დაშვებული არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ ქვეყნის სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და მით უმეტეს, ექიმები, ყველა ეტაპზე პანდემიას ადეკვატურად და ეფექტიანად მართავდნენ.

რაც შეეხება სკულპუროზულად, იყო თუ არა შეცდომები, უშეცდომო პროცესი არ არსებობს, არც ქვეყანა, არც სტრუქტურა, არც მთავრობა არ არსებობს, რომ რაღაც შეცდომები არ დაეშვას. ალბათ, ასეთი იყო. მაგრამ იმას, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე, არ მოემზადა კოლაფსისთვის, ამას ვერ დავეთანხმები”, – განაცხადა ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კობა დავითაშვილი 49 წლისა გარდაიცვალა
Next post ზუგდიდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მერია სასურსათო პროდუქტს ურიგებს