მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპაში სწავლობენ, ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი შესრულდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპაში სწავლობენ, ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი შესრულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბილეთის ფასი არ იქნება 199 ევროზე...

სასესხო ვალდებულების მიუხედავად, ბანკი ბავშვებისთვის განკუთვნილ 200 ლარს არავის ჩამოაჭრის

18 წლამდე ბავშვების დახმარების სოციალური პაკეტში იყო გარკვეული შესაძლო ტექნიკური პრობლემები, რომელიც მოგვარდა. გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ...

საქსტატი: 2019 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4 მილიონზე მეტ სტუმარს მოემსახურა

2019 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4 014.0 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 9.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. სტუმართა 71.5 პროცენტს უცხოელები...

პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...

სერგი კაპანაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, კონკურენტი დაუყენოს ოპოზიციის კანდიდატს, მცდარია

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება. სერგი კაპანაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალიან მცდარი გადაწყვეტილებაა, რომ ისანში, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს,...

ირაკლი ჩიქოვანმა თხილის სექტორში მიღწეულ შედეგები უშუალოდ ფერმერისგან მოისმინა

,,ქართული ოცნების'' ზუგდიდი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი  სოფელ კოკში ირაკლი ბუაძის ოჯახს ესტუმრა. ფერმერმა წელს აგრობარათით სახელმწიფოსგან 600 ლარზე მეტი დახმარება მიიღო, რაც მოსავლის გაუმჯობესებისთვის შხამქიმიკატებსა და მინერალურ სასუქებში გამოიყენა, შედეგიც კარგი აქვს - თხილის უხვ მოსავალს აბინავებს. „თხილის კულტურა ჩვენი მოქალაქეების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და ნამდვილად სასიამოვნოა ის შედეგები, რაც ჩვენ გაგვაჩნია ფაროსანასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რადგანაც სამეგრელო და მთლიანად საქართველო უახლოვდება იმ მაჩვენებლებს, რაც ადრე არსებობდა ვიდრე იქნებოდა ფაროსანას გავრცელება ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრობლობა იყო როგორც სახელმწიფო სექტორს, ასევე მეწარმეებსა და ფერმერთა ასოციაცებს შორის, რამაც   გამოიღო რეალური შედეგი და დაგვანახა, რომ სწორი მოვლის პირობებში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მნიშვნელოვნად დიდი დოვლათი, რამაც უფრო დიდი შემოსავალი უნდა მოუტანოს ჩვენს მოქალაქეებს, ” - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მაჟორიტარობის კანდიდატი ფერმერს, ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსთან გიორგი შენგელიასთან ერთად სტუმრობდა.