კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ლენჯერს, ექვსი ინფიცირებულებთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ოთხი შემოტანილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევვიდან, ერთის წყარო ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია. „კორონავირუსის...

მიხეილ სააკაშვილი-მე ვბრუნდები

ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ საქართველოს ამბებით არ დავინტერესებულიყავი, მე ვბრუნდები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 40 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1447 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა...

ირაკლი ჩიქოვანი ორსანტიაში ადგილობრივებს შეხვდა – ამ სოფელმა კარგად იცის ოკუპაციის უმძიმესი ტვირთი

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ორსანტიაში ადგილობრივებს შეხვდა. ,,დღის ბოლოს, სოფელ ორსანტიაში, ანტიფო ბუკიას ოჯახში ადგილობრივებს შევხვდით. ამ სოფელმა კარგად იცის ოკუპაციის უმძიმესი ტვირთი. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე...

საგარეო უწყება მზადაა, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან ჩამოსვლაში დაეხმაროს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმაროს. ამის შესახებ Imedinews-ს საგარეო უწყებაში განუცხადეს. „საბერძნეთში საქართველოს საკონსულო...

ირაკლი ჩიქოვანი სამი შვილის დედას სალომე ბუკიას სტუმრობდა

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სალომე ბუკიას სამშვილიან ოჯახს სტუმრობდა. სამი შვილის დედა მაჟორიტარობის კანდიდატს კოვიდის პერიოდში მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე და მიღებული დახმარებების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ოჯახის სამივე პატარა წევრი სექტემბრიდან 200 ლარიან დახმარებას მიიღებს. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ის დახმარება რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარანტინის პერიოდში მოქალაქეებს გაუწია. ,,ზუგდიდში ბუკიების ოჯახში სტუმრობისას საოცარი პატარები გაბრიელი, ალექსი და მართა გავიცანი. სამი შვილის დედა სალომე ბუკია, კოვიდის პერიოდში მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე და მიღებული დახმარებების მნიშვნელობაზე გვესაუბრა. ოჯახის სამივე პატარა წევრი სექტემბრიდან 200 ლარიან დახმარებას მიიღებს. ეს არის სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოვლენის მნიშვნელოვანი ფაქტი და განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ის დახმარება რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს გაუწია, ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება სამ ეტაპად განხორციელდა რაც ჩვენი მასპინძელი ოჯახის შეფასებით კრიზისულ პერიოდში მნიშვნელოვანი დახმარება იყო. გვესმის რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ შესაძლებლობიდან გამომდინარე კეთდება ყველაფერი, რომ მეტი ხელშეწყობა ქონდეს ჩვენს თანამოქალაქეებს” - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც სალომე ბუკიას და მის შვილებს ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა.