ირაკლი ჩიქოვანი ორსანტიაში ადგილობრივებს შეხვდა – ამ სოფელმა კარგად იცის ოკუპაციის უმძიმესი ტვირთი

Read Time:36 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ორსანტიაში ადგილობრივებს შეხვდა.

,,დღის ბოლოს, სოფელ ორსანტიაში, ანტიფო ბუკიას ოჯახში ადგილობრივებს შევხვდით. ამ სოფელმა კარგად იცის ოკუპაციის უმძიმესი ტვირთი. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე – შევეხეთ სოფლის მეურნეობას. წელს მოსახლეობას თხილის კარგი მოსავალი აქვს, რაც ეფექტური მუშაობის შედეგია. ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულმა სამუშაოებმა, ასოციაციის და ფერმერების ერთობლივმა მუშაობამ შედეგი დადო.

შევთანხმდით, რომ სოფლის მეურნეობა უფრო უნდა განვითარდეს,  მოსახლეობაში ინტერესი კენკროვან კულტურებზე დიდია.

ბოლო ორ წელიწადში ზუგდიდში 200 მილიონ ლარამდე მოხმარდა ინფრასტრუქტურის განახლებას. არ დარჩა სოფელი, სადაც ცენტრთან დამაკავშირებელი გზა მოწესრიგებული არ იყოს. ქალაქში კი, წლის ბოლომდე 60 რეაბილიტირებული ქუჩა გვექნება. მიუხედავად ამისა, საჭიროებები და პრობლემები დიდია და მის მოსაგვარებლად მაქსიმალურად მუშაობს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება“ – წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საგარეო უწყება მზადაა, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან ჩამოსვლაში დაეხმაროს
Next post საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 40 კი გამოჯანმრთელდა