ირაკლი ჩიქოვანი სამი შვილის დედას სალომე ბუკიას სტუმრობდა

Read Time:53 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სალომე ბუკიას სამშვილიან ოჯახს სტუმრობდა. სამი შვილის დედა მაჟორიტარობის კანდიდატს კოვიდის პერიოდში მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე და მიღებული დახმარებების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ოჯახის სამივე პატარა წევრი სექტემბრიდან 200 ლარიან დახმარებას მიიღებს. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ის დახმარება რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარანტინის პერიოდში მოქალაქეებს გაუწია.

,,ზუგდიდში ბუკიების ოჯახში სტუმრობისას საოცარი პატარები გაბრიელი, ალექსი და მართა გავიცანი. სამი შვილის დედა სალომე ბუკია, კოვიდის პერიოდში მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე და მიღებული დახმარებების მნიშვნელობაზე გვესაუბრა. ოჯახის სამივე პატარა წევრი სექტემბრიდან 200 ლარიან დახმარებას მიიღებს. ეს არის სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოვლენის მნიშვნელოვანი ფაქტი და განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ის დახმარება რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს გაუწია, ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება სამ ეტაპად განხორციელდა რაც ჩვენი მასპინძელი ოჯახის შეფასებით კრიზისულ პერიოდში მნიშვნელოვანი დახმარება იყო. გვესმის რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ შესაძლებლობიდან გამომდინარე კეთდება ყველაფერი, რომ მეტი ხელშეწყობა ქონდეს ჩვენს თანამოქალაქეებს” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც სალომე ბუკიას და მის შვილებს ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფელ ძველ აბაშიში, ფონდ ქართუს მხარდაჭერით კონსტანტინე გამსახურდიას სამუზეუმი კომპლექსის მშენებლობა მიმდინაეობს
Next post საგარეო უწყება მზადაა, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან ჩამოსვლაში დაეხმაროს