ჩოხატაურში 90 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა 2020 წლის ნოემბერში დასრულდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერკეთში 90 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის აგვისტოში დაიწყო...

გიორგი გახარია: ჩვენ 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“

ძალიან კარგი წამოწყება აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელიც ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ და ვიმსჯელოთ, საინტერესო წინადადებაა, რომელსაც ჰქვია "იმუშავე საქართველოდან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

“miha hamodiii – ასე სარკასტულად ეხმიანება “ქართული ცონების” ოფიციალური გვერდი სააკშვილის ვიდეომიმართავს”

“miha hamodiii – ასე სარკასტულად ეხმიანება “ქართული ცონების” ოფიციალური გვერდი სააკშვილის ვიდეომიმართავს”  

ლევან რატიანი – შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე...

გიორგი გახარია – სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული

სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, 18 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ 200-ლარიან დახმარებაზე საუბრისას  განაცხადა. „მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს თითოეულ ბავშვზე 18 წლამდე 200 ლარიან დახმარებას, თუმცა აქ იყო გარკვეული შესაძლო ტექნიკური პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყოფილი სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიებები ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გახარიამ. მისივე თქმით, სახელმწიფო ატარებს თანმიმდევრულ და ქმედით ღონისძიებებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით. „მოგეხსენებათ, რომ კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით სახელმწიფო ატარებს როგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედით ღონისძიებებსა და ნაბიჯებს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელების რისკების მართვით და გარდა ამისა, სოციალური დახმარების იმ პაკეტით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში და საერთოდ საუკეთესო პრაქტიკაა“,...

პენსია ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით გაიცემა

პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გახარიას თქმით,...