18-წლიანი მუშაობის შემდეგ, XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობა დასრულებულია, წიგნის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება (ფოტოკოლაჟი)
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულებულია და წიგნის პრეზენტაცია ხვალ, 24 ნოემბერს, 16:00 საათზე, „რესპუბლიკაში“ გაიმართება.
პროექტზე მუშაობა კოლექციონერმა, გურამ ახალაიამ 18 წლის წინ დაიწყო და მის გარშემო ეპოქის 300-მდე გამორჩეული ადამიანი გააერთიანა.
„უნიკალური ქართული ხელნაწერებისადმი მოწიწებამ, ცნობილი თუ უცნობი გადამწერების მიმართ მადლიერების გრძნობამ, გამიჩინა სურვილი „XXI საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი“ შეგვექმნა. თავდაპირველად გავეცანი 50-მდე კალიგრაფისტის ნამუშევარს, მაგრამ არჩევანი ვერც ერთზე ვერ შევაჩერე. ამიტომაც თხოვნით მივმართე ჩვენი ქვეყნის ცნობილ ადამიანებს, საერო და სასულიერო პირებს, საზოგადოებაში გამორჩეულ პიროვნებებს, მონაწილეობა მიეღოთ ამ პროექტში და ხელით გადაეწერათ „ვეფხისტყაოსნის“ თითო გვერდი“, – გურამ ახალაია.
აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ირგვლივ XXI საუკუნის ქართული საზოგადოება გაერთიანდა. პროექტში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის 300-მდე ცნობილმა ადამიანმა.
„XXI საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გვერდი გადაწერა საქართველოს პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ ილია II-მ; მეორე გვერდი ბატონმა – ჭაბუა ამირეჯიბმა, მესამე – ქალბატონმა ანა კალანდაძემ და გააგრძელეს რუსთაველის პრემიის ლაუარეტებმა, მწერლებმა, მეცნიერებმა, მთარგმნელებმა, ჟურნალისტებმა, მუსიკოსებმა, არქიტექტორებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა, კალიგრაფისტებმა, წმინდა სინოდის წევრებმა. პოლიტიკოსებიდან მხოლოდ 2003-2018 წლების ქვეყნის პირველმა პირებმა, აგრეთვე სტუდენტებმა და მოსწავლეებმა. ბოლო გვერდი, მისივე თხოვნით, გადაწერა XXI საუკუნის უდიდესმა მოქანდაკემ და საზოგადო მოღვაწემ მერაბ ბერძენიშვილმა.
ოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ მე-12 საუკუნეში, საქართველოს განვითარება-აღმავლობის ეპოქაში დაიწერა და სრულიად დამსახურებულად მსოფლიო კულტურის ძეგლადაა აღიარებული. „ვეფხისტყაოსანი“ მე-12 საუკუნიდან 1712 წლამდე (პირველი ნაბეჭდი წიგნის გამოცემამდე) მხოლოდ ხელნაწერის მეშვეობით ვრცელდებოდა და დღემდე, ფრაგმენტების ჩათვლით, 164-მა ხელნაწერმა მოაღწია. მათი დიდი ნაწილი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, არქივებსა და ბიბლიოთეკებშია დაცული, ხოლო 12 საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებში (მათ შორის: დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში).
აღსანიშნავია, რომ ქართული უნიკალური ხელნაწერების ცნობილი და უცნობი გადამწერებისადმი პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატად „ვეფხისტყაოსნის” კოლექციონერის, გურამ ახალაიას თაოსნობითა და ძალისხმევით, 2003-2018 წლებში შეიქმნა XXI საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი.
სპეციალურად XXI საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნისთვის“ ილუსტრაციები შექმნეს ცნობილმა მხატვრებმა: ლევან ცუცქირიძემ, პიკო (ზურაბ) ნიჟარაძემ, რუსუდან ფეტვიაშვილმა, ქეთი მატაბელმა, თემო გოცაძემ, თაზო ხუციშვილმა, ზურაბ წერეთელმა, მურთაზ მურვანიძემ, მამუკა ცეცხლაძემ, რეზო ადამიამ, ზურაბ ხაბაძემ, გოგი წერეთელმა, ლორეტა შენგელიამ, მამია მალაზონიამ, გიორგი გეგეჭკორმა, დავით აფციაურმა, თეკლა მელაძემ). ხელნაწერის თითოეული გვერდის მხატვრულად გასაფორმებლად, სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის, კამარების, მინიატურებისა და საზედაო ასოების კომპოზიციები, უძველესი ხელნაწერების მიხედვით, შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ხელნაწერთა მხატვარ-რესტრავრატორმა, ლია სიხარულიძემ. ცნობილმა მხატვარმა თაზო ხუციშვილმა სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის შექმნა შოთა რუსთაველის ახალი პორტრეტი, რომელიც პირველივე გამოფენაზე ყველა მხატვარმა შედევრად აღიარა. ამ პროექტის გასრულების შედეგად, მდიდრულად გაფორმებულ ქართულ უნიკალურ ხელნაწერებს XXI საუკუნის საქართველოს 300-მდე ცნობილი ქართველის მონაწილეობით შექმნილი ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანიც“ შეემატა.
ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ გადამწერთა განცხადებით, მათი დიდი სურვილია, საუკუნეში ერთხელ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ხელით გადაწერის ტრადიცია გაგრძელდეს, რათა ის ანდერძად დაუბრუნდეს მომავალი ასწლეულის ქართველებს და ძველი კალიგრაფისტების მსგავსად, მათ შექმნან XXII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...
ავარია ავლაბარში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში. როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს...
„სასწრაფოდ! ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია“ – 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
რამდენიმე თვის წინ, გიორგი ბერიშვილმა სიმსივნე დაამარცხა, თუმცა აქვს გართულებები. აწუხებს ჰაერის უკმარისობა და ჟანგბადზე დამოკიდებულია. პატარა რაჭველ ბიჭუნას, საზოგადოების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა („ტექინფორმი“), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის...