14 წლის ეკატერინე წივწივაძე – ქართველი გოგო რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე კალათბურთელთან ნაკრებში ითამაშებს

Read Time:58 Second

ეკატერინე წივწივაძე ევროპის ნაკრებში მოხვდა

29 აპრილიდან  5 მაისამდე იტალიის ქალაქ  ბოლონიაში Junior NBA-ს  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კემპი ჩატარდა, სადაც უკვე მეორედ, ქართველმა კალათბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ბოლონიაში გასამართ კემპზე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორების, ჯუნიორ ნბა-ს ორგანიზატორების და ქალთა კალათბურთის კავშირის გადაწყვეტილებით,  შარშანდელი  Junior NBA-ს  საუკეთესო მოთამაშე ( MVP)  ნიკოლოზ აბულაძე   და გამორჩეული მოთამაშეები – ეკატერინე წივწივაძე და თენგო გოგიშვილი გაემგზავრნენ. ქართველ კალათბურთელებთან ერთად კემპზე მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა პერსპექტიული მწვრთნელმა გიორგი რაზმაძემ.

კემპი NBA-ს საკალათბურთო ოპერაციების სამსახურის წევრებმა ჩაატარეს და მისი მიზანი ევროპა – შუა აღმოსავლეთის ნაკრებისთვის შემადგენლობის შერჩევა გახლდათ. კემპის ორგანიზატორებმა ბოლონიის კემპზე ეკატერინე წივწივაძე აირჩიეს, რომელიც 2019 წლის 6-11 აგვისტოს ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპა-შუა აღმოსავლეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს. ჩვენი კონტინენტის ნაკრებისთვის  საბოლოოდ შეირჩა10-10 გოგონა და ბიჭი.

ეკატერინე წივწივაძემ ამის შესახებ  „იმედის დილის“  პირდაპირ ეთერში, მსოფლიო დონის ვარსკვლავისგან გაიგო. გადაცემში„სან ანტონიოს“ შემადგენლობაში ნბა-ს ჩემპიონი და საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ბორის დიაო ჩაერთო, რომელმაც ეკატერინეს ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ნაკრებში მოხვედრა აცნობა. სასიხარულო ინფორმაციას მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ეკატერინე წივწივაძე ემოციებით შეხვდა.

ჩვენი კონტინენტის ნაკრებში ქართველი კალათბურთელი უკვე მეორედ მოხვდა. შარშან, ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპის ნაკრებში  ჯუნიორNBA-GBF ლიგაში მოაპარეზე ლუკა ალავიძე აირჩიეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე-გულწრფელად ვაღიარებ, ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები ფიქრობენ იმაზე გაცილებით დახვეწილად, ვიდრე, ჩვენ მათ ასაკში.
Next post მაშველებმა ლაგოდეხში, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს