13 წლის მოზარდმა, რომელსაც რუსთავში პოლიცია ეძებს, ბებიას წერილი დაუტოვა

Read Time:38 Second

13 წლის მოზარდმა, რომელსაც რუსთავში სამართალდამცველები ეძებენ, სახლში წერილი დატოვა.
„კვირას“ ინფორმაციით, დღეს გაუჩინარებული ნია იუკურიძე რუსთავის მე -16 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა.
როგორც სკოლის დირექტორმა ირინა მელქაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მოზარდმა სახლში ბებიას წერილი დაუტოვა, რის გამოც ბებიამ 112-ში დარეკა.
მისივე თქმით, მოზარდს ბებია ზრდის, მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი, საზღვარგარეთ იმყოფება.
„ძალიან კარგი მოსწავლეა, კარგი აკადემიური მოსწრებით. ეს არის პირველი შემთხვევა. ბებიას არასასიამოვნო შინაარსის წერილი დაუტოვა და სახლიდან გავიდა. დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა. სწორედ ამ წერილის საფუძველზე ბებიამ განგაში ატეხა და ბავშვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ს გადასცა. ბავშვის ძებნაში ჩვენც ჩართულები ვართ და პოლიციას ვეხმარებით“, – განუცხადა „კვირას“ სკოლის დირექტორმა.
ცნობისათვის, სამართალდამცველები 13 წლის მოზარდს ეძებენ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაუბრუნეთ სააკაშვილს მოქალაქეობა!”- გუბაზ სანიკიძე მიშა სააკაშვილის დაბრუნების მომხრეა
Next post ”თუ ვინმეს ჩემი ნახვა სურს ყავაზე დამპატიჟოს” – გიორგი გახარია