”თუ ვინმეს ჩემი ნახვა სურს ყავაზე დამპატიჟოს” – გიორგი გახარია

Read Time:27 Second

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლებმაც პანკისის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით მისი და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას საკომიტეტო ფორმატში მოსვლა მოითხოვეს.

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. როგორც ვიცი, „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე და მე მივალ და დაველაპარაკები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 13 წლის მოზარდმა, რომელსაც რუსთავში პოლიცია ეძებს, ბებიას წერილი დაუტოვა
Next post 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა