„12 წლის დის თვალწინ მოკლა მამა…“ – ახალი დეტალები გლდანში დატრიალებული ტრაგედიიდან

Read Time:38 Second

თბილისში, გლდანის რაიონში კაცი საკუთარმა შვილმა მოკლა. რა გახდა მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და ის წარსულში ნასამართლევია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ადგილობრივების ცნობით, შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო.

„დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცველებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო, აქამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს, რა მოხდა არ ვიცი, წყნარი ოჯახი იყო. სახლში დაკავებულის დაც იყო, სასწრაფოში ალბათ, იმან დარეკა“,- აცხადებს მეზობელი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფო ჯაფარიძე: მთელი მსოფლიო ხედავს თუ რამდენი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას
Next post საფრანგეთის ელჩი – ბრიუსელში გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვიმედოვნებ, ჩემს დედაქალს ვაუწყებ ძალიან კარგ ამბებს, როგორ ახორციელებს საქართველო ყველა რეფორმას