სოფო ჯაფარიძე: მთელი მსოფლიო ხედავს თუ რამდენი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას

Read Time:44 Second

„ახლა ვიმყოფებით ახალციხეში, ხედავთ ყოველდღიურად რამდენ ათას ადამიანს ვხვდებით მთელი საქართველოს მასშტაბით და მთელი მსოფლიო ხედავს თუ რამდენი  ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასე ერთგულად დგას იმ იდეის გვერდით, რასაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ჰქვია.“- ამის შესახებ  მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

“ახლა ვიმყოფებით ახალციხეში. ხედავთ ყოველდღიურად რამდენ ათას ადამიანს ვხვდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველგან ასეთი რიგი დგას, რომ მოაწერონ ხელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს ამდენი ათასი მოქალაქის აზრი. ეს ადამიანები ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლებული იყოს მიხეილ სააკაშვილი და არ დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია. ვაგრძელებთ კამპანიას, ჩავალთ ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბით და კიდევ ერთხელ ნახავს მთელი მსოფლიო თუ რამდენი  ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასე ერთგულად დგას იმ იდეის გვერდით, რასაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ჰქვია.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: საპენსიო რეფორმები ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა
Next post „12 წლის დის თვალწინ მოკლა მამა…“ – ახალი დეტალები გლდანში დატრიალებული ტრაგედიიდან