​დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნეს

Read Time:27 Second

ცნობილ ქართველ ტელეწამყვანს, დავით სოკოლოვს დღეს საქართველოს პირველმა არხმა სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა.

ცერემონია მთაწმინდის ანძასთან გაიმართა, იქ, სადაც პირველი ქართული ტელევიზიის ისტორია დაიწყო.

„ეს ვარსკვლავი არ არის, ეს არის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ეს არის სასწაული იმისა, რომ ამ ქვეყანაზე არსებობ “, – განაცხადა დავით სოკოლოვმა.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.

საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავები უკვე გაუხსნა ცნობილ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელსა და თენგიზ ნათაძეს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე თემურ წიკლაურზე: თავის ხმასავით ძლიერი და, ამავე დროს, ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე, ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 538 ადამიანს დაუდასტურდა, 498 კი გამოჯანმრთელდა