ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ მას არ ეშინია კრემლის მხრიდან მუქარის შემცველი რიტორიკი

Read Time:25 Second

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მას არ ეშინია კრემლის მხრიდან არსებული მუქარის შემცველი რიტორიკის.

მელონიმ კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინის განცხადებებზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და მიმალვას ცდილობდნენ.

„ვფიქრობ, სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი საქმის კეთება, კერძოდ, იმ შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც ევროპამ და დასავლეთმა უკვე შეძლეს. ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველო-საბერძნეთის მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია
Next post Bloomberg-ის მილიარდერთა ჩამონათვალში კვლავ 2 ქართველი ბიზნესმენია – მნიშვნელოვნად გაზრდილი ქონებით