„ხმა არ მქონდა… ზოგი ფიქრობდა, რომ ნასვამი ვიყავი…“ – რა თქვა ბუდუ ზივზივაძემ ისტორიული მატჩის შემდეგ

Read Time:42 Second

„კარლსრუეს“ ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ კლუბის ტელევიზიასთან ინტერვიუში ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან მოგებული მატჩების შემდეგ გავრცელებულ ფოტოებსა და ილუსტრაციებზე ისაუბრა.

„ეს ფოტო ჩემს ცეკვაზეა, დიდებული გამარჯვების შემდეგ. ძალიან ემოციური ვიყავი, უამრავი ადამიანის წინაშე ვიდექი. მინდა ვთქვა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ, რადგან ზოგი ფიქრობდა, რომ ნასვამი ვიყავი, მაგრამ ასე არ იყო. ეს დღე ძალიან ემოციური იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი და სწორედ ამიტომ დავიწყე ცეკვა. მინდოდა, ემოციები ხალხთან ერთად გამეზიარებინა.

ახლა, როცა ამ ვიდეოს ვუყურებ, სახალისოა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მე არ ვარ. ხმა არ მქონდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ქვეყნისთვის დიდ მიზანს მივაღწიეთ“, – თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფის ნახევარფინალში ბუდუ ზივზივაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა, ფინალში ვილი სანიოლის გუნდმა პენალტების სერიაში საბერძნეთს 4:2 მოუგო, ამ გამარჯვების შემდეგ ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ კომპრომისზე წავა რუსეთთან
Next post რომან გოცირიძე: ადამიანი, რომელმაც აგენტების რუსული კანონი უკან შემოაბრუნა და ფაქტობრივად შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს