ხვალიდან დედაქალაქის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან

Read Time:49 Second

1-ელი მარტიდან დედაქალაქის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან. დედაქალაქის მუნიციაპლიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის ჩართულობის გარეშე პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია, ამიტომ, მაია ბითაძემ თბილისის მცხოვრებლებს მოუწოდა გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე მოითხოვონ.

„მოგეხსენებათ, 1-ელი მარტიდან ჩვენ ორი დიდი საპილოტე პროექტის დაწყებას ვგეგმავთ და ძალიან ვთხოვ თითოეულ ადამიანს, რომელიც ისარგებლებს სამარშრუტო ტაქსებით, რომლებიც 14 ქუჩაზე იმოძრავებს, მოითხოვონ გაჩერებები მხოლოდ მოსაცდელებზე. ეს ორ მთავარ მიზანს ემსახურება, პირველი ეს არის მგზავრთა უსაფრთხოება, მეორე – დამატებითი საცობების ნაკადების თავიდან აცილება. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 1-ელი მარტიდან მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერებენ. მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაემორჩილონ იმ მოთხოვნებს, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი“, – განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპილოტე პროექტი თავდაპირველად შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება:

1. მერაბ კოსტავას ქუჩა
2. ვაჟა-ფშაველას გამზირი
3. შოთა რუსთაველის გამზირი
4. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა
5. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
6. ვახტანგ გორგასალის ქუჩა
7. დავით აღმაშენებლის ხეივანი
8. დავით აღმაშენებლის გამზირი
9. ილია ჭავჭავაძის გამზირი
10. ჟიული შარტავას ქუჩა
11. პეკინის ქუჩა
12. მარშალ გელოვანის გამზირი
13. ჯორჯ ბუშის ქუჩა
14. კახეთის გზატკეცილი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აკაკი ზოიძე: საქართველოში 68 ათას კვ.კმ-ზე შეიძლება სუფთა ჰაერზე სიგარეტის მოწევა
Next post საჯარო მოხელეებს ინტერნეტის საფასური, შესაძლოა, 3-ჯერ გაუძვირდეთ