საჯარო მოხელეებს ინტერნეტის საფასური, შესაძლოა, 3-ჯერ გაუძვირდეთ

Read Time:23 Second

სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს, შესაძლოა, მობილური ინტერნეტის საფასური სამჯერ გაუძვირდეთ. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

თუ ამ დრომდე ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული ადამიანები 15 GB ინტერნეტში 4,99 ლარს იხდიდნენ, ახლა შესაძლოა, იგივე თანხის გადახდა 5 GB ინტერნეტში მოუწიოს. მანამდე 5 GB ინტერნეტი 3,99 ლარი ღირდა.

ინტერნეტმომსახურებაზე სამჯერ გაზრდილი ზედა ზღვრული ტარიფების შესახებ 26 თებერვალს გამოცხადებულ კონსოლიდირებული ტენდერის დოკუმენტაციაშია ასახული. ამავე დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა ნომრებს დაუწესდეთ სააბონენტო გადასახადი – თითო ნომერზე 1 ლარი.

ტენდერში გამარჯვებულს შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისია გამოავლენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვალიდან დედაქალაქის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან
Next post საქართველოში 33% აქტიური, 39% კი პასიური მწეველია