საქართველოში 33% აქტიური, 39% კი პასიური მწეველია

Read Time:31 Second

“გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან”- ასე ჰქვია თამბაქოს კანონმდებლობის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანიას, რომელიც ოფიციალურად დღეს გაიხსნა.

ღონისძიებაში ჯანდაცვის მინისტრიც მონაწილეობს. კამპანიის გახსნას ესწრებიან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 33% აქტიური მწეველია, 39% პასიური მწეველი. საერთო ჯამში კი მოსახლეობის 2/3 კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. საქართველო თამბაქოს ეპიდემიის მხრივ მსოფლიოში 12-ე, ხოლო ევროპაში მეორე ადგილზეა.

ამასთან, ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო 31 000 ადამიანი იღუპება.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა, (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში იკრძალება. ცნობილია ჯარიმების ოდენობა, რომელსაც აკრძალულ ადგილას სიგარეტის მოწევისთვის გადაიხდით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საჯარო მოხელეებს ინტერნეტის საფასური, შესაძლოა, 3-ჯერ გაუძვირდეთ
Next post მაუწყებლის შესახებ კანონს პრეზიდენტი ხელს არ აწერს